რუსეთში კორონავირუსის 38 420 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1211 ადამიანი

რუსეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 38 420 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 9 109 094-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ამასთან, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კოვიდ 19-ით კიდევ 1211 პაციენტი დაიღუპა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა, ჯამში, 256 597 შეადგინა.

პანდემიის დაწყების დროიდან რუსეთში კოვიდ 19-სგან 7.8 მილიონზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

პლატფორმა worldometer-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი მსოფლიოში მე-5 ადგილზეა აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიისა და გაერთიანებული სამეფოს შემდეგ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა