მთავრობის სხდომაზე „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონპროექტი მოიწონეს

ქვეყანაში წყლის რესურსების დაცვისა და გამოყენების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლების შექმნის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი შეიმუშავა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, კანონპროექტი შესაბამისობაშია ევროკავშირის წყლის კანონმდებლობასთან და ასახულია ევროკავშირის ძირითადი დირექტივების მიდგომები და მოთხოვნები.

„კანონპროექტით განსაზღვრულია სააუზო მართვის სისტემის ჩამოყალიბება, აუზების ფარგლებში წყლის გამოყენების პრიორიტეტები, ზედაპირული წყლის ობიექტებზე სანებართვო სისტემის აღდგენა, ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყალაღების მოსაკრებლის აღდგენა, უფლებამოსილი ორგანოები და მათი კომპეტენციები.

წყლის რესურსების მართვა განხორციელდება შემდეგი სახით: დადგინდება აუზების/სააუზო უბნების საზღვრები, შემუშავდება მდინარეთა აუზების სააუზო მართვის გეგმები ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის მოთხოვნების შესაბამისად, მდინარის აუზების მართვა განხორციელდება მდინარეთა/სააუზო უბნების სააუზო მართვის გეგმების საფუძველზე. მდინარის აუზის მართვას განახორციელებს გარემოს ეროვნული სააგენტო, შეიქმნება სააუზო მართვის საკონსულტაციო საკოორდინაციო საბჭოები, რომლის შემადგენლობაში შევა აუზის ტერიტორიაზე განლაგებული მუნიციპალიტეტების, ძირითადი წყალმოსარგებლე ობიექტების და საზოგადოების წარმომადგენლები.

კანონპროექტით დადგენილი ნორმები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდება ეტაპობრივად.

წყლის სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ხელს შეუწყობს ქვეყნის მდგრადი განვითარების სამართლებრივი საფუძვლების განმტკიცებას და, შესაბამისად, საზოგადოების ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ინტერესების თანაფარდობის ჩამოყალიბებას“,-აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა