ნიკა მელია - საპროტესტო აქციები არის ახლა ყველაზე ძლიერი იარაღი საზოგადოების ხელში

დღეს სახელმწიფო არის, როგორც არასდროს, ოკუპირებული. რეალურად, რეჟიმი, რომელიც მართავს სახელმწიფოს, არის სახელმწიფო ინტერესებისთვის ძირგამომთხრელი რეჟიმი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ მეტროსადგურ „ავლაბართან" მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მან მოსახლეობას ყოველდღიურად საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ საპროტესტო აქციები არის ახლა ყველაზე ძლიერი იარაღი საზოგადოების ხელში.

„ამ რეჟიმის წინააღმდეგ ყოველდღიური ბრძოლა არის საჭირო, რომელიც აუცილებლად გამოიტანს შედეგს. ის, რასაც დღეს ჩვენ ვადევნებთ თვალყურს, რაც დღეს მორიგჯერ ვიხილეთ, რომ დატყვევებულ ადამიანს, მიხეილ სააკაშვილს, არ ეძლევა უფლება, რომ თუნდაც უსამართლო სასამართლოთი ისარგებლოს, ამის უფლებაც კი არ ეძლევა და მიზეზად პროპაგანდისტულად სხვადასხვა საფუძვლებს მოიფიქრებენ და დაუდებენ სარჩულად, რომ თითქოს სადღაც ეფემერულად 400-500 კერძო ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ჩაიხერგება თურმე გზები და მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების ზრუნვიდან გამომდინარე, ციხეში დამწყვდეული ადამიანი არ მიჰყავთ უკვე მეორეჯერ უსამართლო სასამართლოშიც კი. მათ უნდათ, რომ ამ რუსულ ყაიდაზე მორგებული პროპაგანდით ასაზრდოოს საზოგადოება. ხალხო, საქართველოს მოქალაქე ქუჩაში ყოველდღიურად! საპროტესტო აქციები არის ახლა ყველაზე ძლიერი იარაღი საზოგადოების ხელში.

ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ დღეს იმაზე ანაზღაურებადი სამსახური, როგორიც არის სამოქალაქო, გულწრფელ, მართალ საპროტესტო მოძრაობაში მონაწილეობა, ამ ქვეყანაში არ მოიძებნება. ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამსახური, დიახაც, არის ის სამსახური, რომელიც ქვეყნის განვითარებას ემსახურება", - განაცხადა მელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა