ინდოეთი ვაქცინირებული ტურისტებისთვის საზღვრებს ხსნის

ინდოეთმა 90-ზე მეტი ქვეყნიდან ჩასული სრულად ვაქცინირებული ტურისტებისთვის საზღვრები გახსნა.

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მითითებების თანახმად, ინდოეთში შესვლის მსურველი უცხოელი ტურისტები სრულად ვაქცინირებულები უნდა იყვნენ, ან გამგზავრებამდე მაქსიმუმ 72 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი წარადგინონ.

ინდოეთმა საკუთარი საზღვრები კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით 2020 წლის მარტში ჩაკეტა და ვიზების გაცემა შეწყვიტა. ახლა კი ქვეყანა, საერთაშორისო მოგზაურების წახალისების მიზნით, მომავალი წლის მარტის ჩათვლით 500 000 უფასო ვიზის გაცემას გეგმავს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა