„ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დასრულდა

„ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დასრულდა. აქციის მთავარი მოთხოვნა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანა იყო.

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, საპროტესტო აქციები ყოველდღე გაიმართება.

„ამ რეჟიმს დღეს უნდოდა სისხლისღვრა, მაგრამ ვერ მიიღეს. საერთაშორისო საზოგადოება დარწმუნდა, რომ ოპოზიცია არის პასუხისმგებლიანი და ხელისუფლება პროვოკაციული. ერთის მხრივ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეა გადასარჩენი, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ჩვენ უნდა დავაბრუნოთ სახელმწიფო ევროპული განვითარების გზაზე. "ქართული ოცნება" ეთამაშება ცეცხლს და ეთამაშება ადამიანის სიცოცხლეს.

ბრძოლა გრძელდება ყოველდღიურად, მოთმინებით, არაძალადობრივად, მწვავედ. რეჟიმი, რომელიც მხოლოდ "რობოკოპებზე" და სპეცრაზმზე დგას, მალე ჩამოიშლება. რეჟიმი ძალიან მალე დამარცხდება", - განაცხადა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, დღის ბოლოს ის საზოგადოებას ხვალინდელ გეგმას გააცნობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა