კრემლი - რუსეთი მზად არის ბელარუსის საზღვარზე არსებულ სიტუაციაში მედიატორის როლი შეასრულოს

კრემლის განცხადებით, რუსეთი მზადაა, მიგრანტთა კრიზისის პროცესში შუამავლის როლი შეასრულოს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ევროკავშირი ბელარუსს ათასობით მიგრანტის საზღვრისკენ გადაყვანით ,,ჰიბრიდულ თავდასხმაში“ ადანაშაულებს.

ვლადიმერ პუტინი არსებულ კრიზისში მის როლსა და მონაწილეობას უარყოფს.

„როდესაც გვესმის განცხადება ან ბრალდება ჩვენი მისამართით, მინდა ყველას ვუთხრა: დაკავდით თქვენი შიდა პრობლემებით, ნურავის გადააბარებთ საკუთარ საკითხებს, რომელთა გადაწყვეტა თქვენს შესაბამის უწყებებს ეკუთვნის“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ჟურნალისტებთან საუბრისას, პესკოვმა ასევე უარყო და "არასწორი" უწოდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, რომ ბელორუსის ქმედებები ევროკავშირის საზღვარზე მიზნად ისახავს ყურადღების გადატანას რუსული სამხედრო მოქმედებებისგან უკრაინასთან ახლოს.

შეგახსენებთ, კვირას , ვლადიმერ პუტინმა ბელარუსი-ევროკავშირის საზღვართან შექმნილი საიმიგრაციო კრიზისის გადაწყვეტაში დახმარების აღმოსაჩენად მზადყოფნა გამოთქვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა