იენს სტოლტენბერგი - ნატო აკვირდება რუსული ძალების მნიშვნელოვან და უჩვეულო კონცენტრაციას უკრაინის საზღვართან

ნატო აკვირდება რუსული ძალების „მნიშვნელოვან და უჩვეულო“ კონცენტრაციას უკრაინის საზღვართან, თვალ-ყურს ადევნებს სიტუაციას და მოუწოდებს რუსეთს, თავი შეიკავოს ესკალაციისგან.

ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, მიმდინარე სიტუაცია მას წლის დასაწყისში, ყირიმისა და შავი ზღვის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს ახსენებს .

,,ნატო ფხიზლად რჩება და აკვირდება სიტუაციას“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა. კითხვაზე, ხედავს თუ არა ის დონბასში საომარი კონფლიქტის რისკს, დიპლომატმა თქვა, რომ სადაზვერვო ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს.

სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „რუსეთის მხრიდან ნებისმიერი პროვოკაცია ან აგრესიული ქმედება ნატოს დიდ შეშფოთებას გამოიწვევს“.

„ნატო მოუწოდებს რუსეთს იყოს გამჭვირვალე სამხედრო აქტივობაში, მნიშვნელოვანია ესკალაციის თავიდან აცილება და უკრაინის გარშემო დაძაბულობის შემცირება“, - დასძინა მან.

მანამდე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა დასავლურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას "უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის გეგმების შეჭრის შესახებ" "ცარიელი და უსაფუძვლო" უწოდა. რუსი დიპლომატის თქმით, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების მოძრაობამ არავის შეშფოთება არ უნდა შეუქმნას, რადგან რუსეთის ფედერაცია არავის საფრთხეს არ უქმნის.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს