მიხეილ სარჯველაძე აზერბაიჯანის წარმომადგენლობით დელეგაციის წევრებს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე და კომიტეტის წევრები, სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის წარმომადგენლობით დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

შეხვედრის მთავარ თემას სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებასთან დაკავშირებული საკითხები და საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის იმპლემენტაციის მიმდინარეობაზე ინფორმაციის მოსმენა წარმოადგენდა.

„საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგები ახლა გეგმავენ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებასთან დაკავშირებულ აქტივობებს. მნიშვნელოვანია ორი სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობა, იმისათვის რომ უფრო ეფექტიანი აღმოჩნდეს სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებიდან გამომდინარე პროცესების ხელშეწყობა ყველა იმ სახელმწიფოსთვის, ვინც ამ კონვენციასთან არის მიერთებული", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა