23 ნოემბერს, რომში დათო მაღრაძის ახალი წიგნის “ხიდი ჰორიზონტზე” პრეზენტაცია გაიმართება

23 ნოემბერს, რომში დათო მაღრაძის ახალი წიგნის “ხიდი ჰორიზონტზე” პრეზენტაცია გაიმართება

იტალიაში, "ჯულიანო ლადოლფის”გამომცემლობამ დათო მაღრაძის ახალი წიგნი “ხიდი ჰორიზონტზე” გამოსცა.

წიგნის პრეზენტაცია რომის ისტორიულ სასახლეში - Palazzo della Cancelleria-ში ვატიკანში საქართველოს ელჩის ქეთევან ბაგრატიონ-ორსინის პატრონაჟით 23 ნოემბერს გაიმართება.

"ხიდი ჰორიზონტზე” ლექსების სრული კრებულია იტალიურ ენაზე.

წიგნის თარგმანი ნუნუ გელაძეს ეკუთვნის, რედაქტირება მრიენცა კორაჩის და სერჯო კორნაკიას.