ჯო ბაიდენსა და სი ძინპინს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

აშშ-სა და ჩინეთის პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენსა და სი ძინპინს შორის ვირტუალური შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრის დაწყებისას სი ძინპინმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ორივე ქვეყანა პატივს სცემდეს ერთმანეთს და "სტაბილური ურთიერთობა" ჰქონდეს. მან ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთი მზადაა, აშშ-ჩინეთის ურთიერთობების პოზიტიური მიმართულებით განვითარებას ხელი შეუწყოს.

სი ძინპინმა საუბრისას ამერიკელ კოლეგას „ძველი მეგობარი“ უწოდა.

მისი თქმით, აშშ-მა და ჩინეთმა კომუნიკაცია უნდა გააუმჯობესონ და გამოწვევები ერთად დაძლიონ ტაივანთან და სხვა მწვავე საკითხებთან დაკავშირებით გაზრდილი დაძაბულობის ფონზე.

სი ძინპინმა ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთ-აშშ-ის ჯანსაღი ურთიერთობები საჭიროა გლობალური გამოწვევების დასაძლევად, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და კოვიდ 19-ის პანდემია.

"კაცობრიობა ცხოვრობს გლობალურ სოფელში და ჩვენ ერთად ვხვდებით მრავალ გამოწვევას. ჩინეთმა და აშშ-მა უნდა გაზარდონ კომუნიკაცია და თანამშრომლობა,“- აღნიშნა სი ძინპინმა.

თავი მხრივ ჯო ბაიდენმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეებს გულწრფელი საუბარი ექნებათ ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხებზე.

„შესაძლოა, უფრო ფორმალურად უნდა დამეწყო, თუმცა მე და თქვენ არასოდეს ვყოფილვართ ერთმანეთის მიმართ ფორმალური“, - აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მასსა და სი ძინპინს შორის ყოველთვის გულწრფელი კომუნიკაცია არსებობდა.

სი ძინპინსა და ჯო ბაიდენს შორის დიალოგი, სავარაუდოდ, რამდენიმე საათს გაგრძელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა