ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთა შეხვედრას „ტვიტერში“ ეხმიანება.
„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან გავცვალე მოსაზრებები, რათა აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხორციელებამ წინ წაიწიოს. ვისაუბრეთ ევროკავშირსა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე . ასევე განვიხილეთ რეგიონში არსებული ვითარება“, - წერს ვარჰეი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ბრიუსელში იმყოფება, სადაც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.