ვლადიმირ ზელენსკი - თითოეული მოქალაქე, რომელმაც ვაქცინის ორივე დოზა მიიღო, სახელმწიფოსგან 1000 გრივნას მიიღებს

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ თითოეული მოქალაქე, რომელმაც ვაქცინის ორივე დოზა მიიღო, სახელმწიფოსგან 1000 გრივნას (38 დოლარს) მიიღებს.

„ყველა, ვინც სრულად ვაქცინირებულია, ათასი გრივნის მიღებას შეძლებს აპლიკაცია „დიას“ მეშვეობით. ამ ფულით შეძლებთ სპორტულ დარბაზში აბონემენტის შეძენას, კინოთეატრში, თეატრში, მუზეუმში წასვლას ან უკრაინაში მოგზაურობისთვის ბილეთის შეძენას. ჩვენ გვესმის, რომ, სამწუხაროდ, ყველას არ აქვს სმარტფონები, ამიტომ ეს პროგრამა ერთ თვეზე მეტხანს იმოქმედებს. სახელმწიფო ყველას მისცემს ალტერნატიულ შესაძლებლობას, განსაკუთრებით მოხუცებს, მიიღოს ათასი გრივნა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც ცნობილია, ინიციატივა 19 დეკემბრიდან ამოქმედდება. პლატფორმა Bloomberg-ის მიხედვით, უკრაინაში ვაქცინების 21 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენეს. სრულიად ვაქცინირებულია მოსახლეობის 20%-ზე მეტი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა