მამუკა ხაზარაძისა და ზურაბ ჯაფარიძის პარლამენტიდან გასვლის შემდეგ, „ლელოსა“ და “რეფორმების ჯგუფის“ ფრაქციებს შესაძლოა ე.წ. პოლიტიკურ ჯგუფებად გადაკეთება მოუწიოს

მამუკა ხაზარაძისა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, ორ საპარლამენტო ფრაქციას “ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ და “რეფორმების ჯგუფს“ შესაძლოა ე.წ. პოლიტიკურ ჯგუფებად გადაკეთება მოუხდეს.

საქმე იმაშია, რომ ორივე ოპოზიციური ფრაქცია ფრაქციის ფორმირებისთვის საჭირო დეპუტატების მინიმალური რაოდენობით - სულ შვიდი წევრის შემადგენლობით არის წარმოდგენილი. თუკი უახლოეს ერთ კვირაში მათ შემადგენლობაში რომელიმე უფრაქციო წევრი არ შევა, აღნიშნული ფრაქციები გაუქმებულად ჩაითვლება.

ამასთან, მოქმედი რეგლამენტი ითვალისწინებს დროებით ნორმას, რომლის საფუძველზეც პარლამენტში ორ დეპუტატსაც კი ე.წ. პოლიტიკური ჯგუფის შექმნა შეუძლია. პარლამენტში ასეთი სამი ჯგუფია და პოლიტიკური ჯგუფები თითქმის იგივე უფლებებითა და პრივილეგიებით სარგებლობენ, რაც ფრაქციებს გააჩნია.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა