გერმანიის ელჩი კოვიდით გარდაცვლილთა მაჩვენებელზე - შემაძრწუნებელია, რომ ყოველდღე ქართველებით სავსე ორი დიდი ავტობუსი საიქიოსკენ მიემართება

შემაძრწუნებელია, როდესაც ყოველდღე ქართველებით სავსე ორი დიდი ავტობუსი საიქიოსკენ მიემართება, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში, პანდემიის მართვის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

ელჩის განცხადებით, გერმანიას მზად ჰქონდა ვაქცინა საქართველოში ჩამოსატანად, თუმცა ამის საჭიროება აღარ დადგა, რადგან ქვეყანაში ბევრმა ადამიანმა თქვა უარი მის გაკეთებაზე.

„შემაძრწუნებელია, როდესაც ყოველდღე - ნება მომეცით დრამატული მეტაფორა გამოვიყენო - ქართველებით სავსე ორი დიდი ავტობუსი საიქიოსკენ მიემართება. ძალიან ბევრი ადამიანი არ აიცრა სხვადასხვა მიზეზის გამო. ჩვენ მზად გვქონდა ვაქცინა საქართველოში ჩამოსატანად, თუმცა ამის საჭიროება აღარ დადგა. ზოგიერთ ქვეყანაში კვლავ შემოიღეს სხვადასხვა სახის „ლოკდაუნი“. ერთი რამ ცხადია: არ შეიძლება კოვიდი ხანგრძლივ მდგომარეობად იქცეს - არც საქართველოში და არც სადმე სხვაგან,“- განაცხადა ელჩმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის