შალვა პაპუაშვილი - უკრაინის ომბუდსმენს საქართველოში არანაირი იურისდიქცია არა აქვს, ის არის კერძო პირი

უკრაინის ომბუდსმენს საქართველოში არანაირი იურისდიქცია არა აქვს - ის არ არის ომბუდსმენი საქართველოს ტერიტორიაზე, ის არის კერძო პირი, საქართველოში ჩამოსული უკრაინის მოქალაქე და საქართველოს სახელმწიფოსგან უკრაინის მოქალაქის დაცვა მისი ამოცანა არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

პაპუაშვილმა აქვე აღნიშნა, რომ ასეთი ამოცანა გააჩნია კონსულს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელსაც აქვთ შესაძლებლობა მიხეილ სააკაშვილს შეხვდეს.

“სააკაშვილს დღეში საშუალოდ ხუთი ვიზიტორი ჰყავს. მისი მონახულების პრობლემა არ არსებობს. რაც შეეხება უკრაინის ომბუდსმენის შეშვების საკითხს, მისი იურისდიქცია უკრაინის ტერიტორიის მიღმა არ ვრცელდება. ომბუდსმენი არ არის მოქალაქეების დამცველი - ის არის ადამიანების დამცველი, ამ შემთხვევაში უკრაინის ტერიტორიაზე. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველს იურისდიქცია საქართველოს ტერიტორიაზე აქვს. ხომ არ გინახავთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველი სხვა ქვეყანაში წასულიყო და საქართველოს მოქალაქეების უფლებებზე ეზრუნა?“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა