მიხეილ ყაველაშვილი სააკაშვილზე - უსასტიკესი რეჟიმის მიერ შეკრებითობის პრინციპი რომ დაეტოვებინა „ქართულ ოცნებას“, დღეს 36 წელი მიესჯებოდა ამ არსებას, რომელიც ახლა თითქოს შიმშილობს

უსასტიკესი რეჟიმის მიერ შეკრებითობის პრინციპი რომ დაეტოვებინა „ქართულ ოცნებას“, დღეს 36 წელი მიესჯებოდა ამ არსებას, რომელიც ახლა თითქოს შიმშილობს, - ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ყაველაშვილმა ახალგაზრდებს მიმართა.

„შეგახსენებთ ერთ რამეს - გირგვლიანის შეწყალების საქმე - 5 წლით პატიმრობა, გელაშვილის ცემის საქმე - 10 წლით პატიმრობა, მემორანდუმის საქმე - ე.წ. ტელეიმედის და რიყის საქმე - 5 წლით პატიმრობა, სახელმწიფო დაცვის სამსახურის კუთვნილი თანხების გაფლანგვა - 11 წლით პატიმრობა, ე.წ პიჯაკებს რომ არქმევენ და გაურკვეველ ვოიაჟებზე, გაურკვეველ ადამიანებზე და სპა პროცედურებზე დახარჯული თანხებია, საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმე, რძის ნაწარმთან ერთად რომ შემოიპარა ჩვენს ქვეყანაში - 5 წლით პატიმრობა. ერთად აღებული ეს არის 36 წელი, ამ უსასტიკესი რეჟიმის მიერ შეკრებითობის პრინციპი რომ დაეტოვებინა „ქართულ ოცნებას“ დღეს 36 წელი მიესჯებოდა ამ არსებას, რომელიც ახლა თითქოს შიმშილობს“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, სააკაშვილის უგუნურმა ქმედებამ დაგვაკარგინა ჩვენი ტერიტორიების 20%

„გია ვოლსკი შეეხო ომის თემას, სააკაშვილის უგუნურმა ქმედებამ დაგვაკარგინა ჩვენი ტერიტორიების 20%, მის მაღალ „პატრიოტულ“ მოტივს დავარქმევდი - რომ არა რეზოლუციის ჩანაწერი, ჩემმა კოლეგებმა ამის შესახებ არაერთხელ ისაუბრეს, მაგრამ ამ საზოგადოების წევრებს ჟარგონულ ენაზე განვუმარტავ, იცით რა ჩანაწერია? რომ ქართულმა მხარემ დაიწყო საომარი მოქმედებები და რუსეთი იძულებული იყო პასუხი გაეცა. საერთაშორისო დონეზეც „გაუპრავეს“ რუსეთს საომარი მოქმედებები და ეს ნაძირლები ანწუხელიძის ზურგს უკან არიან ამოფარებულები. ეს „გააპრავეს“ ამათმა და კიდევ ბევრს ბედავენ. სწორედ ამის შემდეგ, ეს ადამიანები კიდევ ერთხელ ბედავენ და ქართულ სახელმწიფოს შეურაცხყოფას აყენებენ. ახალგაზრდებს მივმართავ , ჩემო ძვირფასებო, ნუთუ ეს არ არის საკმარისი, რომ აღიქვათ ეს ფაქტები, როგორც არსებობს“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2026
„ტოიოტა კავკასიამ“ სრულიად ახალი, მეექვსე თაობის Toyota RAV4 წარადგინა
სისხლის ავთვისებიანი დაავადებების ექსპერტული მკურნალობა Acıbadem Healthcare Group-ში
სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
Air Astana ყაზახეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის 15 წელს აღნიშნავს
ნებისმიერი მიმართულებით ტრანსპორტის ბილეთის შეძენა უკვე ერთ სივრცეში - TKT.GE-ზეა შესაძლებელი
ტოიოტა ცენტრი თეგეტა Ichiban Award-ის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა