გოგიტა თოდრაძე გაეროს ESCAP-ის მიერ ორგანიზებულ მინისტერიალში მონაწილეობს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანეთის რეგიონის სამოქალაქო რეგისტრაციისა და ბუნებრივი მოძრაობის სტატისტიკის (CRVS) რიგით მე-2 მინისტერიალს ესწრება და სპიკერის რანგში მონაწილეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული შეხვედრა 16 -19 ნოემბერს გაეროს ESCAP ორგანიზებით ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს და მას აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების მინისტრები, მაღალი რანგის პოლიტიკური თანამდებობის პირები, სტატისტიკის სამსახურების ხელმძღვანელები, უმაღლესი რანგის დელეგატები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

„მინისტერიალის მთავარ თემას მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში სამოქალაქო რეგისტრაციისა და ბუნებრივი მოძრაობის სტატისტიკის სისტემის განვითარება და აღნიშნულ პროცესში მთავრობებისა და საერთაშორისო პარტნიორების სრული ჩართულობა წარმოადგენს. შეხვედრაზე დელეგატები იმსჯელებენ 2014 წელს მინისტერიალზე მიღებული სამოქმედო გეგმით განსაზღვრული საკითხების შესრულების მდგომარეობისა და გამოწვევების შესახებ.

თავის გამოსვლაში საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა მონაწილეებს საქართველოში სამოქალაქო რეგისტრაციისა და ბუნებრივი მოძრაობის სტატისტიკის განვითარების მიმართულებით არსებული მდგომარეობა გააცნო და გატარებული რეფორმებისა და ცვლილებების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, 2014 წელს მინისტერიალზე მიღებული დეკლარაციის სამივე მიზანი ჩვენს ქვეყანაში მეტწილად შესრულებულია და საქსტატი აქტიურად მუშაობს ხარისხის საკითხების გაუმჯობესების მიმართულებით.

გოგიტა თოდრაძემ ასევე ისაუბრა საქსტატის სამომავლო გეგმებზე და სტატისტიკის სისტემის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, გაეროსთან, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან (WHO) და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მზადყოფნის სურვილი გამოხატა.

შეხვედრაზე მონაწილეები ასევე განიხილავენ COVID-19 კრიზისის დროს CRVS სისტემის გაძლიერების აუცილებლობის საკითხებს, არსებულ გამოწვევებს და სამომავლო გეგმებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა