აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება - სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა საზღვარზე საარტილერიო ცეცხლი გახსნეს

სომხეთის შეიარაღებული ძალები სახელმწიფო საზღვარზე აზერბაიჯანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან პროვოკაციებს აგრძელებენ, - ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების მტკიცებით, სახელმწიფო საზღვარზე სიტუაციის გამწვავების მიზნით, სომხეთის სამხედრო ნაწილებმა ლაჩინის რაიონში განლაგებული აზერბაიჯანული ქვედანაყოფების მიმართულებით სხვადასხვა კალიბრის ნაღმტყორცნებიდან და არტილერიიდან ცეცხლი გახსნეს.

„სომხური მხარის პროვოკაციების აღსაკვეთად აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფები ადეკვატურ ზომებს იღებენ“, - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა