პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი - სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია - არტერიული წნევა, პულსი, სუნთქვა, სატურაცია ნორმის ფარგლებშია

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის გიორგი ჩიდრაშვილის განცხადებით, პაციენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძირითადი სასიცოცხლო და ლაბორატორიული მაჩვენებლები ნორმაშია.

„როგორც მოგეხსენებათ, პაციენტი იმყოფება #18 სამკურნალო დაწესებულებაში სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. პაციენტის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლები როგორიც არის არტერიული წნევა, პულსი, სუნთქვა, სატურაცია, ნორმის ფარგლებშია. ასევე, ნორმის ფარგლებშია ძირითადი ლაბორატორიული მაჩვენებლები. მას ინტენსიურად უტარდება ლაბორატორიული და სხვა დიაგნოსტიკური გამოკვლევები, შესაბამისად, იგი უზრუნველყოფილია შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით. დღეის მდგომარეობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივი კონტროლის ქვეშაა და საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება კონსილიუმს,კონსილიუმი არ შეჩერებულა, ძალაშია კონსილიუმის არსებობა“ , - განაცხადა ჩიდრაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა