ირაკლი კობახიძის განცხადებით, სააკაშვილის საქმეებში პოლიტიკური სარჩული გამორიცხულია

პოლიციელებს მე რომ დავუკვეთო, რომ გაუსწორდნენ კონკრეტულ დეპუტატს, სასჯელი უნდა მოვიხადო თუ არა?! - ასე მიმართა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს. მისივე თქმით, საქმეების შესახებ, რაზეც სააკაშვილს სასჯელი აქვს შეფარდებული, ყველამ ყველაფერი იცის.

„ეს არის ტყუილი, მე გეტყვით, რატომ არაფერ შუაშია აქ პოლიტიკური შურისძიება. მიხეილ სააკაშვილს სასჯელი აქვს შეფარდებული ორ საკითხზე, ერთი არის ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი, რომელზეც ყველამ იცის როგორ დაუკვეთა და როგორ შეასრულეს. მე რომ პოლიციელებს დავუკვეთო, გაუსწორდნენ კონკრეტულ დეპუტატს, თან, მე სასჯელი უნდა მოვიხადო თუ არა?! - ამაზეც კის რომ ვერ ამბობთ, ძალიან მძიმეა. მე რომ დავუკვეთო ხვალ დეპუტატის ასეთი მძიმე ფორმით ცემა, რა თქმა უნდა, სასჯელი უნდა მოვიხადო. მეორე რაზეც შეფარდებული აქვს სასჯელი, სტრასბურგმაც დადასტურა, ეს არის გირგვლიანის მკვლელების მფარველობა ანგარების მოტივით და თანამდებობის ბოროტად გამოყენებით. პირდაპირ წერია, რომ სტრასბურგი იყო გაოგნებული მათ შორის პრეზიდენტის მოქმედებით, გაოგნება გამოხატა სტრასბურგის სასამართლომ. ყველამ იცის, როგორ მფრაველობდა ის გირგვლიანის მკვლელებს და როგორ აცემინა დეპუტატი ვალერი გელაშვილი, შესაბამისად, ყოველგვარი პოლიტიკური სარჩულისგან არის დაცლილი ეს სასჯელი, რომელიც მას აქვს შეფარდებული.

მესამე რაც მან გააკეთა, უკანონოდ შემოვიდა საქართველოში, ეს ყველას თვალწინ გააკეთა, ამასაც არ სჭირდება განსაკუთრებული სასამართლო რეალურად, ეს არის მესამე სასჯელი რომელიც ალბათ მას შეეფარდება, რადგან ყველას თვალწინ გააკეთა. არის კიდევ 7 ნოემბრის საქმე, რომელიც უკავშირდება შეკრების სასტიკ დარბევას, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე და მოხდა ასევე ტელევიზიის მიტაცება 7 ნოემბერს, კონკრეტულ ტელევიზიაში შეიჭრნენ, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს და კრიმინალი, რაც ჩაიდინა ეს საზოგადოების თვალწინ მოხდა. მეოთხე საქმეა კიდევ, რომელსაც უწოდებენ „პიჯაკების საქმეს“ და 9 მილიონი გაფლანგვაზეა საუბარი. წარმოიდგინეთ, მე ჩემი შვილებისთვის ხვალ რომ გამოვაყოფინო ბიუჯეტიდან 100 000 ლარი ყოველწლიურად, უნდა დამიჭირონ თუ არა? ახლა ეს რომ გავაკეთო, წარმოიდგინეთ რა სკანდალი ატყდება და ამას უწოდებენ „პიჯაკების საქმეს“. ეს არის კონკრეტული დანაშაული. პოლიტიკური სარჩული არის გამორიცხული,“-განაცხადა კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა