„საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაცია“ 22 ნოემბერს საჯარო დისკუსიას გამართავს

„საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაცია“ 22 ნოემბერს საჯარო დისკუსიას გამართავს, - ამის შესახებ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დისკუსიაზე განხილული იქნება პროფესიული ეთიკისა და ქცევის კოდექსი, შემუშავებული საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი მკვლევრების მონაწილეობით. დისკუსია გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, USAID საქართველოსა და HICD-ის მხარდაჭერით.

„პროფესიული გაერთიანება „საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაციის“ მიზანია ხარისხიანი და მაღალეთიკური სტანდარტების შესაბამისად საზოგადოებრივი აზრისა და სხვა სამეცნიერო კვლევების ჩატარების ხელშეწყობა.

დისკუსიის დროს განიხილება მკვლევრისა და კვლევითი ორგანიზაციების პროფესიული პასუხისმგებლობა და მოვალეობები, პროფესიული ქცევის ზოგადი პრინციპები, გამჟღავნების წესები საზოგადოებრივი აზრისა და თვისებრივი კვლევებისთვის, ასევე Edison Research-ის მიერ საქართველოში ჩატარებული ეგზიტპოლები, როგორც მაღალეთიკური კვლევის მაგალითი. მოხსენებებით გამოვლენ საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაციის წევრები, კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები და მკვლევრები.

შეხვედრის მონაცემები:

შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3CbdtuY

Meeting ID: 829 6668 5058

Passcode: 868897

დრო: 22 ნოემბერი, 17:00-19:00

ფორმატი: დისტანციური, პლატფორმა ზუმის გამოყენებით; პირდაპირი ტრანსლაცია (ლაივი) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდზე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა