პოლონეთის პოლიციამ პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა

მიგრანტები ბელარუსიდან პოლონეთის ტერიტორიაზე შეჭრას შეეცადნენ და პოლონელმა სამართალდამცავებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პოლონეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მიგრანტების ნაწილმა პოლონელ ჯარისკაცებსა და პოლიციელებს ქვები დაუშინეს, რაზედაც პოლონურმა ძალებმა ადეკვატური რეაგირება მოახდინეს.

"მიგრანტები ჩვენს ჯარისკაცებსა და პოლიციელებს ქვებით თავს დაესხნენ. ისინი სასაზღვრო ბარიერის განადგურებასა და პოლონეთის ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობდნენ. ჩვენმა სამსახურებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს მიგრანტების აგრესიის ჩასახშობად", - აცხადებენ პოლონეთის თავდაცვის სამინისტროში.

პოლონეთ-ბელარუსის საზღვართან ათასობით მიგრანტია თავმოყრილი და ევროკავშირის ტერიტორიაზე უკანონოდ შესვლას ცდილობს. ევროკავშირი ბელარუსს არალეგალი მიგრანტების წახალისებაში ადანაშაულებს, რითაც ბლოკის მტკიცებით, ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმი ცდილობს ევროკავშირს სამაგიერო გადაუხადოს იმ სანქციებისთვის, რომელიც მინსკს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის დააკისრეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო