იენს სტოლტენბერგი - კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ძლიერ მხარდაჭერას ჩვენი ორივე ახლო პარტნიორის, საქართველოსა და უკრაინის მიმართ

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ის უახლოეს მომავალში უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება და კიდევ ერთხელ დაუჭერს მხარს როგორც უკრაინასა და საქართველოს, ასევე მთლიანად შავი ზღვის რეგიონს.

მისი თქმით, აღნიშნულ ქვეყნებთან თანამშრომლობა ნატო-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოსა და უკრაინასთან. ჩვენ მათი მჭიდრო პარტნიორები ვართ. ჩვენ უზრუნველვყოფთ მხარდაჭერას და პატივს ვცემთ ფაქტს, რომ ერთად ვმუშაობთ აქტიურად შავი ზღვის რეგიონში, რომელიც კარგია არა მხოლოდ საქართველოსთვის და უკრაინისთვის, არამედ კარგია ნატო-ს მოკავშირეებისთვისაც. ნატო-ს წევრები უზრუნველყოფენ მხარდაჭერას, შესაძლებლობების გაძლიერების, წვრთნების მხრივ ორივე ქვეყნისთვის, უკრაინისა და საქართველოსთვის და როდესაც შევხვდებით მომავალ სამიტზე, ასევე, თვის ბოლოს რიგის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ძლიერ მხარდაჭერას ჩვენი ორივე ახლო პარტნიორის მიმართ", - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა