Bloomberg - მსოფლიოს 184 ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 7.52 მილიარდზე მეტი დოზა გამოიყენეს

მსოფლიოს 184 ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 7.52 მილიარდზე მეტი დოზა გამოიყენეს.

შესაბამის მონაცემებს მსოფლიოში ვაქცინაციის მიმდინარეობის თაობაზე Bloomberg-ის პლატფორმა ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, დღეში საშუალოდ 35.2 მილიონი ადამიანი იცრება.

Bloomberg-ის მიხედვით მსოფლიოში გამოყენებული ვაქცინების რაოდენობა, საშუალოდ ყოველი 100 ადამიანიდან 98-ის ერთი დოზით აცრისთვისაა საკმარისი. ქვეყნებს შორის, ყველაზე მეტი ადამიანი ჩინეთშია ვაქცინირებული, სადაც გამოყენებული დოზების რაოდენობამ 2.38 მილიარდს გადააჭარბა.

ინდოეთში გამოყენებული ვაქცინების დოზების რაოდენობა 1.13 მილიარდზე მეტია, ევროკავშირში ვაქცინების 609 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი 440 მილიონი. Bloomberg-ის თანახმად, ვაქცინების 2 დოზით ევროკავშირში მოსახლეობის 67,9 % აიცრა, აშშ-ში 58,8 %, ჩინეთში კი - 76,7%-ზე მეტი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა