შარლ მიშელი - რეგიონში სიტუაცია რთულია, დაძაბულობის დასაძლევად ევროკავშირს გადაწყვეტილი აქვს იმუშაოს პარტნიორებთან სტაბილური და აყვავებული სამხრეთ კავკასიისთვის

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სომხეთსა და აზერბაიჯანს კონფლიქტის დეესკალაციისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„დღევანდელი მოვლენების შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან გამართული დისკუსიის შედეგად, მხარეებს მოვუწოდებ სასწრაფო დეესკალაციისკენ და ცეცხლის შეწყვეტისკენ. რეგიონში სიტუაცია რთულია, დაძაბულობის დასაძლევად ევროკავშირს გადაწყვეტილი აქვს იმუშაოს პარტნიორებთან სტაბილური და აყვავებული სამხრეთ კავკასიისთვის“, – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი „ტვიტერში“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს