ლაშა ხუციშვილი - ვალის მართვის სტრატეგია ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც განსაზღვრავს არა მხოლოდ ვალის მოცულობას მომდევნო პერიოდში, არამედ მის სტრუქტურას

ვალის მართვის სტრატეგია ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც განსაზღვრავს არა მხოლოდ ვალის მოცულობას მომდევნო პერიოდში, არამედ მის სტრუქტურას - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 2020 წელს საგარეო ვალმა მიაღწია 60%-იან ნიშნულს, რაც არის კრიტიკული ზღვარი ქვეყნის კანონმდებლობით, თუმცა როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეკონომიკის აღდგენის ტემპმა, ქვეყანას შესაძლებლობა მისცა, ვალის მოცულობა 53%-ზე ქვემოთ შეემცირებინა.

„ახლახან, ჩვენ გამოვაქვეყნეთ ვალის მართვის სტრატეგია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც განთავსებულია ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე და ყველას აქვს საშუალება, მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში ამ დოკუმენტთან მიმართებით წარმოადგინოს კონკრეტული წინადადებები და შენიშვნები. ამ კონსულტაციების შემდეგ, მოხდება საბოლოო დოკუმენტის მიღება. ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ამ დოკუმენტში არის პროპორცია უცხოურ ვალუტაში აღებულ ვალსა და ლარში აღებულ ვალს შორის. დღეს გვაქვს, დაახლოებით, 80 პროცენტი. უცხოურ ვალუტაში აღებული ვალის მოცულობა მთლიან ვალში სწორედ ამ ნიშნულზეა, რაც დიდი რისკის შემცველია ქვეყნისთვის. ჩვენი პრიორიტეტი იქნება, ეს ბალანსი შევცვალოთ და მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, ჩამოვიდეთ დაახლოებით, 65%-იან ნიშნულზე. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან რთული ამოცანა, თუმცა, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყნას ავარიდოთ მუდმივი რყევების რისკი, მათ შორის, სავალუტო რისკებიდან გამომდინარე", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა