ვლადიმერ პუტინმა და ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული მდგომარეობა განიხილეს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის დროსაც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარება განიხილეს, - ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე რამდენიმე ინციდენტის შემდეგ შექმნილი ვითარება განიხილეს “, - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი და ნიკოლ ფაშინიანი შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ საკითხზე კონტაქტს შეინარჩუნებენ.

კრემლის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ სატელეფონო საუბარი ნიკოლ ფაშინიანის ინიციატივით შედგა.

აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე ვითარება ბოლო დღეების განმავლობაში მნიშვნელოვნად დაიძაბა. მხარეები ერთმანეთს ცეცხლის გახსნასა და პროვოკაციის განხორციელებაში ადანაშაულებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო