უკრაინის სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო თანამეგობრობას და უფლებადამცველ ორგანიზაციებს მიაწოდა

უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო თანამეგობრობას, უფლებადამცველ ორგანიზაციებსა და დიპლომატებს მიაწოდა.

„უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაცია მივაწოდე ადამიანის უფლებების საკითხში გაეროს უმაღლეს კომისარს, მიშელ ბაჩელეტს, ეუთოს ხელმძღვანელს, ან ლინდეს, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, დუნია მიატოვიჩს, გაეროს წამების პრევენციის კომიტეტს, წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის პრევენციის ევროპულ კომიტეტს ადამიანის უფლებათა დამცველ 9 საერთაშორისო ორგანიზაციას უკრაინაში და უკრაინაში აკრედიტებულ 78 დიპლომატიურ მისიას.

ვიმედოვნებ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ყურადღების გამახვილება მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევაზე უზრუნველყოფს მისი სიცოცხლის, უსაფრთხოების, შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიღებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებებს", - წერს უკრაინის სახალხო დამცველი „ფეისბუქში.“

ლუდმილა დენისოვას ინფორმაციით, ის მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას შეხვდა.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა