სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებმა რეინჯერის კურსი დაასრულეს

სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებმა რეინჯერის კურსი დაასრულეს. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, რეინჯერის პროგრამა 22 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც სამხედროებმა კავშირგაბმულობის, სამხედრო ტოპოგრაფიის, წყალზე მომზადების, საინჟინრო და სამედიცინო კომპონენტები შეისწავლეს.

უწყების ინფორმაციით, კურსი წარმატებით 18-მა სამხედრო მოსამსახურემ დაასრულა.

„რეინჯერების დაჯილდოების ცერემონიალი რეინჯერთა სკოლაში გაიმართა. წარჩინებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა გადასცეს. თავდაცვის ძალების მეთაურმა რეინჯერებს კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა და ქვედანაყოფის მნიშვნელოვან, რთულ და საპასუხისმგებლო როლზე ისაუბრა.

ცერემონიალის დასრულების შემდეგ სამხედროებმა საჩვენებელი სწავლება ჩაატარეს, რომელიც ჩასაფრებისა და რეიდის ოპერაციებს მოიცავდა“,-აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო