გურამ მაჭარაშვილი - სიტყვები „კარგი იქნებოდა“ და „მიზანშეწონილია" არ შეიძლება იქნას გამოყენებული პატიმართან დაკავშირებით

„კარგი იქნებოდა“ და „მიზანშეწონილია" სიტყვები არ შეიძლება იქნას გამოყენებული პატიმართან დაკავშირებით - მეც შემიძლია ვთქვა, რომ კარგი იქნებოდა საერთოდ სააკაშვილი პატიმარიც არ ყოფილიყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც ექიმების განცხადებებს გამოეხმაურა, რომ მიზანშეწონილი არ არის სააკაშვილს მე-18 დაწესებულებაში უმკურნალონ.

მისი თქმით, ჯერ არ უნახავს არც ერთი ოფიციალური დასკვნა, სადაც იქნება საუბარი იმაზე, რომ მე-18 დაწესებულებაში არ არის ის მომსახურება და აღჭურვილობა, რომელიც პაციენტის სამკურნალოდ არის საჭირო.

"მე-18 სამედიცინო დაწესებულება სრულად არის აღჭურვილი, მათ შორის პირდაპირ ეთერში ნახა საზოგადოებამ, რომ აბსოლუტურად ყველა ტექნიკა არსებობს და მობილიზებულია სამედიცინო ჯგუფი, რომ პაციენტისთვის აღმოჩენილი იყოს ყველანაირი სამედიცინო დახმარება. კონსილიუმის წევრებმაც დაადასტურეს, რომ ამ საავადმყოფოში არის შესაბამისი აღჭურვილობა და მობილიზებულია სამედიცინო დახმარების ჯგუფი, რაც შეეხება მათ განცხადებას, რომ კარგი იქნება სხვა კლინიკაში მისი გადაყვანა, აქ მეც შემიძლია ვთქვა, რომ კარგი იქნებოდა საერთოდ სააკაშვილი პატიმარიც არ ყოფილიყო, მაგრამ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ეს თავად მის ქმედებებზე და მართლმსაჯულებაზეა დამოკიდებული. ასე რომ, კარგი იქნებოდა და მიზანშეწონილია სიტყვები არ შეიძლება იქნას გამოყენებული პატიმართან დაკავშირებით. ქვეყანაში არსებობს კანონი და მის წინაშე ყველა თანასწორია,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა