ჩინეთი და აშშ ჟურნალისტებისთვის შეზღუდვების შემსუბუქებაზე შეთანხმდნენ

აშშ და ჩინეთი ერთმანეთის ჟურნალისტებისთვის სამგზავრო და სავიზო შეზღუდვების შემსუბუქებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შეთანხმება ჯო ბაიდენსა და ჩინეთის პრემიერ-მინისტრ სი ძინპინს შორის გამართულ შეხვედრაზე დაიდო.

მიღწეული შეთანხმებით აშშ-სა და ჩინეთის ჟურნალისტებს ამ ორ ქვეყანაში შესვლა და გადაადგილება უფრო თავისუფლად შეეძლებათ. ასევე, ორივე სახელმწიფო ჟურნალისტებისთვის, რომლებიც მოქმედი კანონის და რეგულაციების ფარგლებში ყველა კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ, ვიზის მოქმედების ვადას სამი თვიდან ერთ წლამდე გაახანგრძლივებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით შეთანხმება ,,ერთწლიანი რთული მოლაპარაკებების“ შედეგია. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, ისინი მიესალმებიან გადადგმულ ნაბიჯებს და აფასებენ, როგორც "პროგრესს", თუმცა ფიქრობენ, რომ ეს მხოლოდ საწყისი ნაბიჯებია. გასული წლის თებერვალში შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა ჩინეთის სახელმწიფო მედია ორგანიზაციების კლასიფიკაცია, როგორც „უცხოური მისიები“. ხუთ მედია საშუალებას ნებისმიერი საკუთრების შესაძენად სჭირდებოდა თანხმობის მოპოვება, ასევე უნდა წარედგინათ თანამშრომლების სრული სია. ჩინეთმა გადაწყვეტილებას ,,პოლიტიკურად მოტივირებული ჩაგვრა“ უწოდა. ერთი თვის შემდეგ ჩინეთმა ქვეყნიდან აშშ-ს 13 ჟურნალისტი გააძევა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა