ახლად რეაბილიტირებულ აფხაზეთის მე-3 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა

ახლად რეაბილიტირებულ ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლაში დღეს სასწავლო პროცესი ოფიციალურად განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოსწავლეებსა და პედაგოგებს შენობის კეთილმოწყობილ გარემოში და განახლებულ საკლასო ოთახებში სწავლის გაგრძელება მიულოცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომერე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ.

სკოლაში, რომელიც თბილისის ზღვაზე მდებარეობს, კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი 120 ბავშვი იღებს განათლებას. შენობას სრული რეაბილიტაცია საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ჩაუტარდა.

დღესვე, ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა სკოლას საჩუქრად აფხაზეთის მხატვრების ფერწერული ნამუშევრები გადასცა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა