დიმიტრი პესკოვი - სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის სტაბილიზაციის ერთადერთი გზა სამმხრივი შეთანხმების განხორციელებაა

მოსკოვი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე კონფლიქტის მხარეებს მოუწოდებს, თავშეკავება გამოიჩინონ და სამმხრივი შეთანხმებების შესრულება უზრუნველყონ, - რუსული მედიის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.

„გუშინ საზღვარზე სამხედრო მოქმედებების განახლებამ სერიოზული შეშფოთება გამოიწვია, მაგრამ რუსეთის შუამავლობით შესაძლებელი გახდა მხარეებისთვის თავშეკავებისკენ მოწოდება. რუსეთი ამ ძალისხმევას გააგრძელებს. მიგვაჩნია, რომ სიტუაციის სტაბილიზაციის ერთადერთი გზა სამმხრივი შეთანხმებების განხორციელებაა", - აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, მხარეებმა უნდა შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები, რაც იძლევა გარანტიას, რომ მსგავსი ინციდენტები მომავალში აღარ განმეორდება. დიმიტრი პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა სიტუაციის სტაბილიზაციისთვის ძალისხმევა გამოიჩინა. კერძოდ, ის ტელეფონით ესაუბრა სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა