პოლონეთის თავდაცვის მინისტრი - პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე კრიზისი თვეების განმავლობაში გაგრძელდება

პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე მიგრანტებთან დაკავშირებით შექმნილი კრიზისი თვეების განმავლობაში გაგრძელდება, - ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშაკმა განაცხადა.

„მზად უნდა ვიყოთ, რომ ბელარუსის საზღვარზე ეს სიტუაცია სწრაფად არ მოგვარდება, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ თვეებისთვის, იმედი მაქვს არა წლებისთვის“, - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ პოლონეთი-ბელარუსის საზღვართან თავმოყრილი მიგრანტების ნაწილმა პოლონელ ჯარისკაცებსა და პოლიციელებს ქვები დაუშინა, რის შედეგადაც 9 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. საპასუხოდ, სამართალდამცავებმა მიგრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს.

Reuters-ი წერს, რომ ათასობით მიგრანტი პოლონეთი-ბელარუსის საზღვართან ტყეშია დაბანაკებული. ყინვასა და სხვა გაუსაძლის პირობებში მყოფ მიგრანტებს არც პოლონეთის ტერიტორიაზე უკანონოდ შესვლის საშუალებას აძლევენ და არც ბელარუსის ტერიტორიაზე დაბრუნების ნებას რთავენ. კრიზისის დაწყების დროიდან დღემდე მინიმუმ 8 მიგრანტია დაღუპული.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა