აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 025 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 22 ადამიანი

აზერბაიჯანში, გასული დღე - ღამის განმავლობაში, კორონავირუსით დაინფიცირების 2 025 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 22 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პანდემიის დაწყების დროიდან ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 565 965 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 528 105 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7524 კი - გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა 4.4 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს მიღებული.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს