სტენფორდის მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერთა 2%-ის ყოველწლიურ რეიტინგში ილიაუნის პროფესორთა შედეგები გაუმჯობესდა

სტენფორდის მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერთა 2%-ის ყოველწლიურ რეიტინგში ილიაუნის პროფესორთა შედეგები გაუმჯობესდა.

სტენფორდის უნივერსიტეტმა და ელსევიერმა მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერთა 2%-ის განახლებული რანგირებული სია გამოაქვეყნა, რომელშიც წარმოდგენილია 22 სამეცნიერო დარგსა და 176 ქვედარგში მომუშავე მსოფლიოს 100 000-ზე მეტი მეცნიერი.

საქართველოდან სტენფორდის მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერთა 2%-ის ყოველწლიურ რეიტინგში წარმოდგენილი 5 მეცნიერიდან წელსაც, შარშანდლის მსგავსად, 3 ილიაუნელია.

ოზგურ ქიში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულების პროფესორი, რეიტინგში გარემოს დაცვის ინჟინერიის დარგში მე-8 ადგილს იკავებს. ამასთან, პროფესორი ოზგური წელსაც, შარშანდელის მსგავსად, აღნიშნულ რეიტინგში მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერთა 1%-ში შედის.

რაინერ ვ. ბუსმანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოფესორი, ეთნობოტანიკის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, გამომცემლობა Springer -ის კავკასიის ეთნობოტანიკის სერიის დამფუძნებელი და გამომცემელი, სამკურნალო და ბიომოლეკულური ქიმიის მიმართულების მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერთა რეიტინგში წარმოდგენილი 88 725 ავტორიდან 310-ე ადგილზეა (შარშანდელი შედეგი 518-ე ადგილი).

მერაბ სვანაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის პროფესორი, რომელმაც გააუმჯობესა წინა წლის შედეგი და მექანიკური ინჟინერიისა და ტრანსპორტის დარგში მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერთა რეიტინგში წარმოდგენილ 109 724 ავტორს შორის 1 585-ე ადგილს იკავებს (შარშანდელი შედეგი 1 631-ე ადგილი).

ცნობისთვის, სტენფორდის რეიტინგი ეყრდნობა Scopus -ის მონაცემებს და აკადემიური საქმიანობის შეფასებისას იყენებს შემდეგ კრიტერიუმებს: „ჰირშის h“-ინდექსი; თანაავტორობის Schreiber hm -ინდექსი; დამოუკიდებლად გამოქვეყნებული ნაშრომების ციტირება და ციტირების ერთიანი ინდექსი.

კვლევისთვის გამოყენებული მონაცემები მოიცავს 2021 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით Scopus სამეცნიერო ბაზაში განთავსებულ პუბლიკაციებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა