„მარცხი - ნაბიჯი ბიზნესლიდერობისკენ“ - ქალები აუდიტორიას Fuckup Nights-ის ფორმატით გამოცდილებას გაუზიარებენ

თბილისში, კლუბში ქალები, რომლებიც ბიზნესში წარმატებით საქმიანობენ, აუდიტორიას Fuckup Nights-ის ფორმატით საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებაში, რომელსაც „სტარტაპ ბიურო“ და „იმპაქტ ჰაბ“ თბილისი გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ლიბერთის მხარდაჭერით გამართავენ, 5 ქალი მიიღებს მონაწილეობას.

მათ შორის იქნებიან: ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრის, "კამარას" დამფუძნებელი და თერაპიის პროგრამის ხელმძღვანელი ნათია ფანჯიკიძე, კლუბის „მტკვარზე“ დამფუძნებელი ქეთა გაბუნია, „ლიბერთის“ HR და ადმინისტრაციის მიმართულების ხელმძღვანელი ნინო ჩიხლაძე, „აჭარა ჯგუფის“ დირექტორი ნინო კვერნაძე და ღონისძიებების მართვისა და მარკეტინგული აქტივობების ორგანიზების კომპანიის, ALICE Q-ს თანადამფუძნებელი ირინა ეგაძე. ღონისძიების მოდერატორი საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი ნინო ზაუტაშვილი იქნება.

„ისტორიებით, რომლებსაც მონაწილეები დამსწრეებს უამბობენ, კიდევ ერთხელ წარმოაჩენენ საქმიანობისას გადალახულ წინაღობებს და შეეცდებიან, ამ მაგალითებით მოტივაცია სხვა ქალებსაც მისცენ.

Fuckup Nights გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერიაა, რომელთა დახმარებითაც ადამიანები საკუთარი პროფესიული მარცხის ისტორიებს ჰყვებიან. მოძრაობა 2012 წელს, მექსიკაში დაიწყო და ამჟამად მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 90 ქვეყანასა და 320 ქალაქში მიმდინარეობს. თვეში ერთხელ 3-4 სპიკერი სხვადასხვა ადგილას იკრიბება და აუდიტორიას საკუთარ პროფესიულ წარუმატებლობას უზიარებს. ეს არის გამოცდილება, რომელიც ეხმარება ადამიანებს, დარწმუნდნენ, რომ მარცხი დასასრული არ არის, პირიქით: ის კარგი გამოცდილებაა. მით უმეტეს, რომ ზოგჯერ საუკეთესო ამბები სწორედ ერთი შეხედვით არასწორი გადაწყვეტილებებით იწყება.

მხარდამჭერები არიან: Grant Thornton Georgia, „ლურჯი ოკეანე“, „აქსელი - საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელი“, “ქარი და Snap Fitness“. მედიამხარდამჭერებს კი წარმოადგენენ: Forbes Georgia, Entrepreneur Georgia, imitom.ge, AT.ge და BPN.ge. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერა პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ნაწილია, რომელიც ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა