ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს.

„ევროკავშირი ღრმად შეშფოთებულია სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ბოლოდროინდელი მოვლენების გამო. ევროკავშირი მხარეებს სასწრაფო დეესკალაციის, ცეცხლის სრულ შეწყვეტის, თავშეკავებისა და მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს, რისი მიზანიც მოსახლეობისა და რეგიონის სტაბილურობაა“, - წერს ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის პრესსპიკერი, პიტერ სტანო „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

იქამდე კი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბარი განმართა.

მან მხარეებს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა