ევროკავშირი ბელარუსის საზღვართან თავმოყრილ მიგრანტებს დახმარებას უგზავნის

ევროკავშირი ბელარუსის საზღვართან თავმოყრილ მიგრანტებს 700 000 ევროს ღირებულების საკვებს, პლედებს და სხვა დახმარებას გაუგზავნის.

ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა მიგრანტების დასახმარებლად, თუმცა ბელარუსის ხელისუფლებამ მათი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა უნდა შეწყვიტოს.

"ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ მეტი, მაგრამ ბელარუსის რეჟიმმა უნდა შეწყვიტოს ხალხის მოტყუება და მათი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება", - აღნიშნა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.

ათასობით მიგრანტი პოლონეთი-ბელარუსის საზღვართან ტყეშია დაბანაკებული. ყინვასა და სხვა გაუსაძლის პირობებში მყოფ მიგრანტებს არც პოლონეთის ტერიტორიაზე უკანონოდ შესვლის საშუალებას აძლევენ და არც ბელარუსის ტერიტორიაზე დაბრუნების ნებას რთავენ. კრიზისის დაწყების დროიდან დღემდე მინიმუმ 8 მიგრანტია დაღუპული. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშაკმა განაცხადა, რომ მიგრანტებთან დაკავშირებით შექმნილი კრიზისი თვეების განმავლობაში გაგრძელდება. ბელარუსიდან მიგრანტების უკანონოდ შეჭრის მცდელობის ფაქტები მნიშვნელოვნად გახშირდა ლიეტუვასა და ლატვიაშიც. ევროკავშირი ბელარუსს კრიზისის განზრახ შექმნასა და არალეგალი მიგრანტების წახალისებაში ადანაშაულებს, რითაც ბლოკის მტკიცებით, ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმი ცდილობს ევროკავშირს სამაგიერო გადაუხადოს იმ სანქციებისთვის, რომელიც მინსკს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის დააკისრეს. ბელარუსის ხელისუფლება ბრალდებას უარყოფს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს