სუდანში უსაფრთხოების ძალებმა მინიმუმ 15 დემონსტრანტი მოკლეს

სუდანში გამართული საპროტესტო აქციების დროს უსაფრთხოების ძალებმა მინიმუმ 15 ადამიანი მოკლეს და ათობით პირი დაჭრეს.

Reuters-ი თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ნამდვილი ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

მანამდე, სუდანის დედაქალაქ ხარტუმის მთავარ გზაზე მომიტინგეებმა დაწვეს საბურავები და სკანდირებდნენ: "ხალხი ძლიერია და უკან დახევა შეუძლებელია".

მომიტინგეების ნაწილს ხელში ეჭირა საპროტესტო აქციების დროს მოკლული ადამიანების და სამხედრო გადატრიალების დროს გადაყენებული პრემიერ-მინისტრის, აბდალა ჰამდოკის ფოტოები.

25 ოქტომბერს მომხდარ სამხედრო გადატრიალებას სუდანის სხვადასხვა ქალაქში აპროტესტებენ. მომიტინგეები ძალაუფლების სამოქალაქო ხელისუფლებისთვის გადაცემას და გადატრიალების ლიდერების გასამართლებას მოითხოვენ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო