შსს - საქართველო კანონისა და წესრიგის გლობალური ინდექსის მიხედვით, გერმანიასთან, შვედეთთან და სხვა ქვეყნებთან ერთად, მსოფლიოს საუკეთესო ოცეულშია

ამერიკულმა ორგანიზაცია Gallup - მა - გლობალური გამოკითხვების ანალიტიკურმა ცენტრმა 2021 წლის კანონისა და წესრიგის ინდექსი გამოაქვეყნა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნული ინდექსის მიხედვით, საქართველომ შეფასების 100-ბალიანი სისტემით 88 ქულა აიღო და გერმანიასთან, შვედეთთან და მალტასთან ერთად, მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში მე-17 ადგილზე გავიდა.

მათივე ცნობით, ინდექსი ეფუძნება გლობალურ გამოკითხვას, რომლის მეშვეობითაც შეფასებულია ადამიანების პირადი უსაფრთხოება და მათი საკუთარი გამოცდილება დანაშაულსა და სამართალდამცავ ორგანოებთან მიმართებაში.

„რესპონდენტებმა გამოკითხვისას უპასუხეს კითხვებს პოლიციის მიმართ ნდობის, ღამით დაცულობის, ბოლო ერთ წელში გადახდენილი ქურდობის, თავდასხმის ან ძარცვის შემთხვევების შესახებ.

2021 წლის კანონისა და წესრიგის გლობალური ანგარიში წარმოადგენს "Gallup"-ის უახლესი კვლევის შედეგებს, რომელიც 120 000-ზე მეტი სრულწლოვანი მოქალაქის ინტერვიუებს ეფუძნება. გამოკითხვა 115 ქვეყანასა და რეგიონში ჩატარდა. კვლევა ასევე შეიცავს 51 ქვეყანაში ჩატარებული საველე სამუშაოების მონაცემებს.

ორგანიზაცია "Gallup" ერთ-ერთია იმ 30-მდე საერთაშორისოდ აღიარებულ სუბიექტს შორის, რომლებსაც მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორები ეფუძნება. 2021 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორების ანგარიშის ფარგლებში, "Gallup"-მა საქართველო კორუფციისგან თავისუფლების მიხედვით ევროპის თხუთმეტ საუკეთესო ქვეყანაში შეიყვანა, კერძოდ კი, გლობალური გამოკვლევის საფუძველზე - „არის თუ არა გავრცელებული კორუფცია ხელისუფლებაში“ - საქართველო ევროპაში მე-14 ადგილზე გავიდა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა