მედია - ბელარუსმა პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე დაბანაკებული ასობით მიგრანტი თავშესაფარში გადაიყვანა

პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე დაბანაკებული ასობით მიგრანტი ბელარუსის ტერიტორიაზე მდებარე შენობაში გადაიყვანეს.

ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტას“ ინფორმაციით, მიგრანტები საზღვართან დაახლოებით 500 მეტრში მდებარე საწყობის მსგავს შენობაში გადაიყვანეს, სადაც მათ საშუალება აქვთ, კარვებში სიცივეში გატარებული დღეების შემდეგ, თბილ შენობაში დაისვენონ. მათ შესთავაზეს საკვები, წყალი, სამედიცინო დახმარება, ლეიბები და ბალიშები.

სააგენტოს ცნობით, შენობაში გადასვლაზე თანხმობა 1000-მდე მიგრანტმა განაცხადა, თუმცა, მათი ნაწილი აცხადებს, რომ სამშობლოში დაბრუნებას არ აპირებს. მიგრანტების ნაწილმა კი საზღვართან დარჩენა გადაწყვიტა და თავშესაფარში გადასვლაზე უარი განაცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ მინსკიდან ერაყში ავიარეისების განხორციელებასა და მიგრანტების სამშობლოში დაბრუნებაზე შეთანხმება მიღწეულია, გაურკვეველია, რამდენი მიგრანტი დათანხმდება დაბრუნებას. ერაყის ხელისუფლებამ საკუთარ მოქალაქეებს დაბრუნებისკენ მოუწოდა და განუცხადა, რომ ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ჩაკეტილია. ნებაყოფლობითი რეპატრიაციის განხორციელების მიზნით პირველი რეისი მინსკიდან ერაყში დღეისთვის არის დაგეგმილი. შეგახსენებთ, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ და გერმანიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელმა ანგელა მერკელმა მიმდინარე კვირაში ორი სატელეფონო საუბარი გამართეს. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მიგრანტებს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით თავიანთ ქვეყნებში დაბრუნების საშუალება უნდა მიეცეთ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა