აზერბაიჯანი და სომხეთი საზღვარზე სროლების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ

ერევანი და ბაქო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

„აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები 17 ნოემბერს ტავუშის პროვინციაში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ზოგიერთი მიმართულებით პერიოდულად ცეცხლს ხსნიდა. ცეცხლი საპასუხო ზომების შედეგად შეწყდა,“- აცხადებენ სომხეთის თავდაცვის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შედარებით სტაბილური ვითარებაა.

სროლების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს აზერბაიჯანული მხარეც.

„17 ნოემბერს, 17:54 საათიდან 22:52 საათამდე, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები შამშადინის რაიონის სოფლების ჩინარლისა და მუღანჯიგის მიმართულებით განლაგებული პოზიციებიდან სხვადასხვა კალიბრის იარაღის გამოყენებით პერიოდულად ახორციელებდნენ სროლას აზერბაიჯანის არმიის პოზიციების მიმართ ტოვუზის რაიონის სოფლების მუნჯუღლუ, აღბულაგი, გოშა, კოხანებისა და ასრიკ ჯირდახანის მიმართულებით,“- აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა მოწინააღმდეგის მიერ გახსნილი ცეცხლი საპასუხო ზომებით ჩაახშეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა