გიგი წერეთელი - ომბუდსმენის, როგორც მესამე მხარის ჩართვა პროცესში, იქნება უპრეცედენტო და საჭირო აქტი, რათა ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოს სასამართლოს

ომბუდსმენის, როგორც მესამე მხარის ჩართვა პროცესში, იქნება უპრეცედენტო და საჭირო აქტი, რათა ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოს სასამართლოს იმ გადაწყვეტილების წინ, რომელმაც ჩემი აზრით, სიტუაცია პოზიტიურად უნდა შეცვალოს , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ომბუდსმენის როლი საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისსა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებულ საკითხებში უმნიშვნელოვანესია.

"უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ სახალხო დამცველი ძალიან სერიოზულ, ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს მთელ ამ პროცესში, რაც ეხება საქართველოში პოლიტიკურ კრიზისსა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებულ საკითხებს. განსაკუთრებით ბოლო აქტი, კომპეტენტური ექიმებით დაკომპლექტებული კონსილიუმის შექმნა და ახლა მეორე ნაბიჯიც, რაც ასევე არის უპრეცედენტო, როდესაც მან მიმართა სტრასბურგის სასამართლოს, რომ მესამე მხარედ ჩაერთოს პროცესში, რაც უდავოდ იქნება ძალიან საინტერესო პრეცედენტიც და მე ვფიქრობ, რომ ძალიან საჭიროც, რათა სამართლიანი, ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოს სასამართლოს იმ გადაწყვეტილების წინ, რომელიც იმედი მაქვს აღმოჩნდება დრამატულად შემცვლელი, პოზიტიურ კონტექსტით ვამბობ ამას, მთელი ამ ვითარებისა რაც დღეს არის“, - განაცხადა წერეთელმა.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებზე დასკვნა გამოაქვეყნა.

დასკვნის თანახმად, პაციენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა