ნიკოლ ფაშინიანი - რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ საზღვრის დელიმიტაცია - დემარკაციასთან დაკავშირებით ახალი წინადადებები შემოგვთავაზა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის მოსამზადებელი ეტაპის შესახებ 17 ნოემბერს ახალი წინადადებები შემოგვთავაზა,- ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„გუშინ პარლამენტში ვთქვი, რომ მაისიდან მოყოლებული რუსეთიდან იყო სამი წინადადება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის შესახებ და სამივე ჩვენთვის ძირითადად მისაღები იყო და კვლავაც მისაღებია. გუშინდელი ჩემი განცხადებების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ შემოგვთავაზა წინადადებები დელიმიტაციისა და დემარკაციის მოსამზადებელ ფაზასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს წინადადებები ჩვენთვის მისაღებია“, - განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრს, სურენ პაპიკიანს დაავალა, წინადადებების განხორციელებასთან დაკავშირებით დეტალები რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან დააზუსტოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა