გიორგი ნონიაშვილი - ირაკლი კობახიძეს ბევრი დიპლომი აქვს, მაგრამ ნამდვილად არ გააჩნია სამედიცინო კვალიფიკაცია - ფაქტობრივად მედიცინას ეწინააღმდეგებიან

ის, რომ სამედიცინო დიპლომის არ მქონე კობახიძე არ ეთანხმება კონსილიუმის დასკვნას, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რამდენად პოლიტიკურად მოტივირებულია „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება საკუთარი პოლიტიკური მძევლის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი ნონიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სამედიცინო პერსპექტივიდან კი არ აფასებენ, აფასებენ პოლიტიკური პერსპექტივიდან და გვეუბნებიან, რომ ნამდვილად არ არის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის ვალდებულება მაშინ, როდესაც მთელი სამედიცინო კონსილიუმი საწინაღმდეგოს ამბობს.

„ჩვენი ვიცით, რომ ირაკლი კობახიძეს ბევრი დიპლომი აქვს, როგორც თვითონ იქადნება ხოლმე, მაგრამ ნამდვილად არ გააჩნია სამედიცინო კვალიფიკაცია და სამედიცინო დიპლომი. ამიტომ რასაც ახლა ის სჩადის და ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნას არ ეთანხმება, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რამდენად პოლიტიკურად მოტივირებულია „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება საკუთარი პოლიტიკური მძევლის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ისინი სამედიცინო პერსპექტივიდან კი არ აფასებენ, აფასებენ პოლიტიკური პერსპექტივიდან და გვეუბნებიან, რომ ნამდვილად არ არის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის ვალდებულება მაშინ, როდესაც მთელი სამედიცინო კონსილიუმი ამბობს საწინაღმდეგოს. ფაქტობრივად მედიცინას ეწინააღმდეგებიან“, - განაცხადა ნონიაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა