პოლონეთის პრემიერი - ალექსანდრე ლუკაშენკო და ვლადიმერ პუტინი მიჰყვებიან სტრატეგიას, რომლის მიზანი დასავლეთის დესტაბილიზირებაა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი ბელარუსთან კონფლიქტის გამწვავებას არ გამორიცხავს. "ამჟამად სიტუაცია სტაბილურია, მაგრამ უფრო და უფრო სახიფათო ხდება. ბელარუსი მიგრანტებს იარაღად იყენებს, მათი სამიზნე გერმანია, საფრანგეთი და ნიდერლანდებია,“- ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.

პოლონეთის პრემიერი შიშობს, რომ საზღვარზე შექმნილი სიტუაცია შესაძლოა ღია სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდოს.

„ბელარუსის ძალები სულ უფრო და უფრო მეტ პროვოკაციებს ახორციელებენ. როგორც ჩანს, ალექსანდრე ლუკაშენკო და ვლადიმერ პუტინი მიჰყვებიან სტრატეგიას, რომლის მიზანი გაურკვევლობის დანერგვა და დასავლეთის დესტაბილიზირებაა. ჩვენ არ ვიცით, კიდევ რას გეგმავენ. შესაძლოა, საზღვარზე შექმნილი კრიზისი ემსახურებოდეს ახალი სამხედრო თავდასხმებისგან ყურადღების გადატანას, რომელსაც პუტინი უკრაინაში ამზადებს“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

მატეუშ მორავეცკიმ თქმით, რომ პოლონელები ნებისმიერი საშუალებით დაიცავენ თავიანთ და ევროპის, ნატოს აღმოსავლეთ საზღვარს.

„თუ დღეს ათასობით მიგრანტის შეკავებას ვერ შევძლებთ, მალე ევროპისკენ მომავალ ასიათასობით, მილიონობით მიგრანტს მივიღებთ“, - აღნიშნა მან.

ამასთან დაკავშირებით პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის საიმიგრაციო პოლიტიკა გააკრიტიკა. „ანგელა მერკელმა საფრთხის ქვეშ დააყენა უამრავი ევროპული სახელმწიფოს სუვერენიტეტი და ხელოვნური მრავალკულტურიანობა შექმნა. ეს ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის სახიფათო პოლიტიკა იყო“, - აღნიშნა მატეუშ მორავეცკიმ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო