პუტინი - დასავლეთის ქვეყნების ქმედებები შავ ზღვაში საზღვრებს სცდება

დასავლეთის ქვეყნების ქმედებები შავ ზღვაში საზღვრებს სცდება, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

,,რაც შეეხება შავ ზღვას, ეს უკანასკნელი გარკვეულ საზღვრებს სცილდება: სტრატეგიული ბომბდამშენები ჩვენი სახელმწიფო საზღვრიდან 20 კილომეტრის დაშორებით დაფრინავენ. ისინი, როგორც ცნობილია, სერიოზულ იარაღს ატარებენ “, - განაცხადა პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა სამინისტროს კოლეგიის გაფართოებულ შეხვედრაზე.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს არ სჭირდება კონფლიქტები დასავლეთ საზღვრებზე.

მისი თქმით, დასავლელი პარტნიორები ძალიან ზედაპირულად უყურებენ რუსეთის გაფრთხილებებს და სიტყვებს ,,წითელი ხაზების“ გადაკვეთის შესახებ.

,,რუსეთმა დასავლეთისგან უსაფრთხოების სერიოზული გარანტიები უნდა მოიპოვოს“, -აღნიშნა პუტინმა.

პუტინმა ასევე შეშფოთება გამოხატა მსოფლიოში კონფლიქტების მზარდი რაოდენობის გამო.

„სამწუხაროდ, მსოფლიოში რეგიონული კონფლიქტებისა და კრიზისული სიტუაციების რიცხვი მრავლდება და ეს მეტ ყურადღებას და სწრაფ რეაგირებას მოითხოვს“, - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა