ანონსი 19 ნოემბერი

19 ნოემბერს, 10:30 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული).

19 ნოემბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, N304).

19 ნოემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით და სოკ-ის ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამული დაფინასებით, ოლიმპიური აკადემიის, სეოკ-ის აფხაზეთის რეგიონალური ორგანიზაციის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდება სპორტის ადმინისტრატორთა სემინარი ჩატარდება.

მის: დიმიტრი უზნაძის ქუჩა N 68.

19 ნოემბერს, 11:00 საათზე, მოძრაობა ,, ვარდების აღების დროა'' პენიტენციურ სამსახურის დეპარტამენტთან აქციას გამართავს.

მის: ზურაბ ანჯაფარიძის 27

საკონტაქტო: 598 54 94 84

19 ნოემბერს, 11:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი.

19 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი.

19 ნოემბერი, 12:00 საათზე, მოძრაობა “სირცხვილია” პარლამენტის უკანა შესასვლელთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის პარლამენტში გამოსვლის პარალელურად, საპროტესტო აქციას გამართავს.

19 ნოემბერს, 12:00 საათზე, მეცნიერებათა აკადემიაში ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან შეხვედრა გაიმართება.

მის: რუსთაველის გამზ. 52, მე-3 სართულის დარბაზი.

საკონტაქტო: 577521778

19 ნოემბერს, 12:00 საათზე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, USAID/საქართველოს ხელმძღვანელი, პიტერ ვიბლერი, ევროპასა და ევრაზიაში „ქემონიქს ინტერნეშენალის“ ვიცე პრეზიდენტ, ტატიანა დუდკასთან და USAID-ის პროექტის „ზრდა საქრთველოში“ ხელმძღვანელთან, ქეთევან ჭუმბურიძესთან ერთად, სასტუმრო „რუმს თბილისში“ USAID-ის პროექტის დახურვის ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.

მის: მერაბ კოსტავას ქ. #14

საკონტაქტო: 577 261064

19 ნოემბერს, 12:00 საათზე, რუსთავის საქალაქო ბიბლიოთეკასთან არსებული მუნიციპალური სერვისი „60+კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ შეხვედრას უმასპინძლებს, რომლის ფარგლებშიც კლუბის წევრები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმაციას მიიღებენ.

მის: რუსთავი, შარტავას გამზირი #11

საკონტაქტო: სალომე მოდებაძე - 598 777 779

19 ნოემბერს, 13:00 საათზე, პარტია "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე პარლამენტში წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშიებით განცხადებას გააკეთებს.

მის: თავისუფლების მოედანი 2 (საკრებულოს წინ)

საკონტაქტო პირი - 599437403

19 ნოემბერს, 15:00 საათზე, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: იუსტიციის სამინისტრო, გორგასლის 24ა

19 ნოემბერს, 17:00 საათზე, „სახელოვნებო განათლებასთან" დაკავშირებით პარლამენტის კულტურის კომიტეტის სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, 307).

19 ნოემბერს, 18:00 საათზე ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გორის სამხედრო ჰოსპიტალს ეწვევა.

საკონტაქტო პირი: ნინი ტალახაძე 595 053605​

19 ნოემბერს, 19:00 საათზე, სასტუმრო თბილისი მარიოტის წვეულებათა დარბაზში ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით, „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2021 წლის“ გალა დაჯილდოება გაიმართება.

საკონტაქტო: თათია ხუბულავა - 577 51 63 63

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა