მურმან დუმბაძე - გამოდით ქუჩაში, დავდგეთ ერთ წერტილში და ხელისუფლებას ვუთხრათ უარი

გამოდით ქუჩაში, დავდგეთ ერთ წერტილში და ხელისუფლებას ვუთხრათ უარი - ხელისუფლებას ვუთხრათ, რომ ცხოვრების ასე გაგრძელება, არ შეიძლება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მურმან დუმბაძემ გლდანში, #18 პენიტენციურ დაწესებულებასთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, არ არსებობს ისეთი სახელმწიფო, საქართველოს გარდა, რომელიც პატიმარს ასე ექცევა.

„არ ვიცი, არის თუ არა დედამიწის ზურგზე სახელმწიფო, რომელიც პატიმარს ასე ექცევა. რა გინდ ნეგატიური, ავტორიტარული, დიქტატორული იყოს, რუსეთიც კი. ნავალნის სასამართლო ღია პროცესი იყო. როდესაც შიმშილობა დაიწყო, იზრუნა, რომ გამოეყვანა მდგომარეობიდან. არ მეგულება ისეთი სახელმწიფო დედამიწაზე, როგორიც არის საქართველო. ეს არის უკიდურესად აღმაშფოთებელი. არ შეიძლება კაცი სასამართლო პროცესზე არ მოუშვა, არც სატელეფონო საუბრის უფლება მისცე.

მაღალი კლასის პროფესიონალები ამბობენ, რომ ის სასწრაფოდ სამოქალაქო კლინიკაშია გადასაყვანი და ამ საქმის გამოსწორება შეუძლია მხოლოდ ერთადერთ უზენაესს, ეს არის საქართველოს მოქალაქე. დიქტატურა არ მარცხდება საარჩევნო ბიულეტენით და არ მარცხდება მიკროფონთან ლაპარაკით. გამოდით ქუჩაში, დავდგეთ ერთ წერტილში და ხელისუფლებას ვუთხრათ უარი, ხელისუფლებას ვუთხრათ, რომ ცხოვრების ასე გაგრძელება არ შეიძლება. არ შეიძლება ცოცხლი ადამიანი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ცოცხლად შეჭამო და მოკლა. არ შეიძლება, რომ რაიმე მოუვიდეს. გარწმუნებთ, გაძლევთ 1000%-იან გარანტიას, საქართველო იქცევა ნაწლავებად, ეს მითქვამს ივანიშვილი შენთვის და დანარჩენი შენ გაიგე“, - განაცხადა მურმან დუმბაძემ.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია